среда, 11 марта 2009 г.
















მე მქვია ნატო სიდამონიძე. დავიბადე 1997 წლის 27 თებერვალს, ვცხოვრობ ქალაქ გორში, ვსწავლობ გორის #11 საჯარო სკოლის VII კლასში. ჩემი ჰობია ცეკვა და სიმღერა, მიყვარს ცურვა, წიგნის კითხვა და თექისგან სხვადასხვა ნივთების გაკეთება. ჩემი საყვარელი პოეტია გალაქტიონ ტაბიძე, საყვარელი მწერალი გოდერძი ჩოხელი, საყვარელი კომპოზიტორი გოლფგანგ ამადეუს მოცარტი. ჩემი მიზანია სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ხოლო ოცნებაა ეგვიპტის უძველესი საოცრებებისა და წყალზე გაშენებული ვენეციის ნახვა.
ჩემი ოფიციალური სახელია ნატალია, არაოფიციალური კი ნატო. ჩემს ოჯახში ნატალია არავის ერქვა. ეს სახელი ჩემმა მშობლებმა დამარქვეს. დედაშემს თამარის დარქმევა უნდოდა, მამაჩემს კი ნატალია. მან დიდი როლი ითამაშა ჩემი სახელის დარქმევაში და საბოლოოდ გადაწყვიტეს ნატალია დაერქმიათ ჩემთვის.
ნატალია ლათინურიად ნიშნავს "ბუნებრივს", "მშობლიურს". დიეს ნატალის ლათინურად "დაბადების დღეს" ნიშნავს. ნატალი კაცის სახელია, რომლისგანაც ჩვეულებრივ სუფიქსის დართვით ნაწარმოებია ქალის სახელი ნატალია. მისი შემოკლებული ფორმებია ნატა, ნატო. რუსული მოფერებითი ფორმაა ნატაშა.

დიდი მადლობა პროექტის ავტორს ბატონ პავლე თვალიაშვილს, ასევე მედეა მასწავლებელს, რომლის მეშვეობითაც ამ პროექტში ჩავერთე და ჩემი სახელის შესახებ ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე.


წმინდა მოწამე ნატალია (IVს.)














წმინდა მოწამენი ადრიანე და ნატალია ახალგაზრდობაში შეუღლდნენ, წამებამდე სულ ერთი წლით ადრე. ისინი ბითვინიის ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ღვთისმოძულე ხელისუფალმა დაიწყო რა ქრისტიანთა დევნა, ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც მათ გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები. ერთი მოენის ცნობით, ნიკომიდიის მახლობელ მღვიმეს შეხიზნული ოცდასამი ქრისტიანი შეიპყრეს. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმისთვის ისინი საშინლად აწამეს, შემდეგ კი სამსჯავრო პალატაში მიიყვანეს, რომ მათი ვინაობა დაედგინათ. აღმსარებელთა სიმტკიცით გაკვირვებულმა სამსჯავრო პალატის უფროსმა ადრიანემ მწერლებს მიმართა: „მეც ჩამწერეთ, რადგან ქრისტიანი ვარ და სიხარულით მოვკვდები ქრისტე ღმერთისთვის“.
როცა მწერლებმა იმპერატორს მოახსენეს ამის შესახებ, მან თავისთან მოუხმო ერთგულ მოხელეს და უთხრა: „ნუთუ შენც შეიშალე და თავის დაღუპვა გსურს? წადი, ამოშალე სიიდან შენი სახელი, პატიება სთხოვე ღმერთებს და მსხვერპლი შესწირე!“ წმინდა ადრიანემ კი უპასუხა: „მე კი არ შევშლილვარ, გონს მოვედი“. მაშინ მაქსიმიანემ ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ აღმსარებელი. როცა მარტვილის მეუღლემ, ნატალიამ შეიტყო, რომ მისმა ქმარმა ქრისტე აღიარა, სიხარულით აღივსო, რადგან თავადაც ფარული ქრისტიანი იყო. მან საპყრობილეში მოინახულა და გაამხნევა ადრიანე: „ნეტარ ხარ შენ, უფალო ჩემო, რამეთუ ირწმუნე ქრისტე. დიდი საუნჯე მოგიგია. ნუ დაგენანება ნურაფერი მიწიერი: სილამაზე, სიყმაწვილე და სიმდიდრე - ყველაფერი მტვერი და ნაცარია, უფალს კი მხოლოდ სარწმუნოება და კეთილი საქმეები სათნოეყოფა“. სხვა პყრობილთა თავდებით წმინდა ადრიანე საპყრობილიდან გაუშვეს, რომ მეუღლისთვის თავისი სიკვდილით დასჯის დღე შეეტყობინებინა. ნატალიამ იფიქრა, რომ იგი მაცხოვრის უარყოფის ფასად გაათავისუფლესო; მაგრამ ქრისტეს ტარიგმა დაარწმუნა, წამებას არ გავქცევივარ, ჩემი აღსასრულის დღე მინდა გაუწყოო.
წმინდა ადრიანე სასტიკად აწამეს. წმინდა ნატალია განამტკიცებდა ქმარს; ევედრებოდა, ღვთის წინაშე პირველი ლოცვა მისთვის აღევლინა. მტარვალმა ბრძანა, ადრიანესა და სხვა მსჯავრდებულებისთვის გრდემლზე ხელ-ფეხი გადაემსხვრიათ. უღმრთოებს სურდათ, დაეწვათ მათი ცხედრები, მაგრამ საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა და ღუმელში ცეცხლი ჩაქრა. ბევრი ჯალათი ემსხვერპლა მეხისტეხას. მალე ლაშქრის ერთ-ერთმა ათასისთავმა იმპერატორისგან მომხიბლავ და მდიდარ ნატალიაზე დაქორწინების ნებართვა გამოითხოვა, მაგრამ ქვრივი ბიზანტიონში გაიხიზნა და მეუღლის წმინდა ცხედარიც თან წაასვენა. აქ მას ძილში წმინდა ადრიანე გამოეცხადა და აუწყა, რომ მალე მიიცვლებოდა. გადატანილი სატანჯველებით მოუძლურებული ქრისტეს ტარიგის სული, მართლაც, მალე შეივედრა უფალმა - იგი მეუღლის ცხედარს დააკვდა.

ნატო ვაჩნაძე, ნამდვილი სახელი ნატო ანდრონიკაშვილი დაიბადა 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში ძველი არისტოკრატიული ჩამომავლობის მამისა და პოლონელი დედის ოჯახში. გვარი პირველი ქორწინებიდან აიღო მერაბ ვაჩნაძესთან. მისი მეორე ქორწინება ნიკოლოზ შენგელაიასთან პირველი კინო-ოჯახი გახდა საბჭოთა კავშირში, რომელსაც მოჰყვა ანჯაფარიძე-ჭიაურელის, ორლოვა-ალექსანდროვისა და მაკაროვა-გერასიმოვის კავშირები. მოგვიანებით მისი უმცროსი ვაჟის გიორგი შენგელაიას ქორწინებამ სოფიკო ჭიაურელზე მათი ოჯახი ყველაზე გავლენიანი გახადა საბჭოთა კავშირის კინოინდუსტრიაში. მისი მეორე ვაჟი ელდარ შენგელაიაც კინორეჟისორია. უფროსი ვაჟი თენგიზ ვაჩნაძე - არქიტექტორი.
საბჭოთა პერიოდის ქართველი კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი 1920-30-იან წლებში. მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ქმნიდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий